მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Signal-ის და Telegram-ის აპლიკაციების ჩამოტვირთვა რეკორდულად გაიზარდა

5ffda85991fd0
ნათია თაქთაქიშვილი
12.01.21 21:20
3670
Signal-ის და Telegram-ის აპლიკაციებზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა და ჩამოტვირთვის რაოდენობით პოპულარულ აპლიკაცია WhatsApp-საც გაუსწრო. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, მიზეზი WhatsApp-ის განცხადება გახდა, რომლის მიხედვით, აპლიკაცია მომხმარებელთა კონფიდენციალურობის პოლიტიკას ცვლის და ის ინფრომაციას Facebook-ს გაუზიარებს.

აღსანიშნავია, რომ 6 იანვრიდან - 10 იანვრამდე Signal-ის აპლიკაცია Apple App Store-იდან და Google Play store-იდან 7.5 მილიონჯერ ჩამოტვირთეს. აპლიკაციის გადმოწერის რაოდენობა გასულ კვირასთან შედარებით 43-ჯერ გაიზარდა. Signal-ის აპლიკაციის არესობობის ისტორიაში ეს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. რაც შეეხება Telegram-ს, მისი აპლიკაცია6 იანვრიდან -10 იანვრამდე 5.6 მილიონჯერ ჩამოტვირთეს. 

თავის მხრივ, როგორც Signal-ი, ასევე Telegram-ი აცხადებს, რომ მათთან კონფიდენციალურობა სრულიად დაცულია და ადრესატის გარდა მესიჯზე წვდომა არავის გააჩნია.