მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდება, ეს ინფიცირების კლებას უკავშირდება - გამყრელიძე

60d5b0d1f184a
ინგა მურუსიძე
25.06.21 14:42
314
"ვფიქრობთ, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი უნდა შემცირდეს, თუმცა ეს დაკავშირებულია ინფიცირების ყოველდღიურ მონაცემებთან", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დღეს პირველად დაფიქსირდა სიკვდილიანობის ერთნიშნა რიცხვი [9]. ეს სტაბილიზაცია ამ ეტაპზე განსხვავებით იანვრისა, შედარებით ნაკლები ტემპით მოდის ქვემოთ, თუმცა ახლა ერთ დონეზეა. სიკვდილიანობა დამოკიდებულია პირდაპირ ინფიცირებულების რიცხვთან. სამწუხაროდ, 1.5%-მდე ინფიცირება მთავრდება ფატალური გამოსავლით. ვფიქრობთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ინდიკატორი უნდა შემცირდეს, თუმცა ის დაკავშირებულია ინფიცირების ყოველდღიურ მაჩვენებელთან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეისთვის კოვიდ-ინფიცირების მაჩვენებლები ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 362183 , ბოლო 24 საათში - 699
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 348267 , ბოლო 24 საათში - 614
მათ შორის გარდაცვლილი - 5237 , ბოლო 24 საათში - 9
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 34104, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 20282, PCR ტესტით - 13822
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,05%, ბოლო 14 დღის - 2,45%, ბოლო 7 დღის - 2,4%
სულ აცრილია - 248545, დღიურად აცრილია - 3201
კარანტინის რეჟიმში - 35
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 2592
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 585.