მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სილაგავა: ყაზახურ კომპანიებს საქართველოს მეშვეობით პროდუქციის გატანა ევროპის ბაზარზე სურთ

5d906baecf953
BM.GE
29.09.19 14:00
1241
„საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ ხელმძღვანელის ლევან სილაგავას ინფორმაციით, შესაძლოა, კვლავ გააქტიურდეს საკითხი, რომელიც ყაზახური ხორბლის საქართველოს გავლით მიწოდებას გულისხმობს. მისი თქმით, აღნიშული თემა კიდევ ერთხელ განიხილეს ყაზახეთის ელჩთან შეხევდრაზე, რომელსაც ქართული ბიზნესასოციაციები, ასევე საქართველოში მოქმედი ყაზახური კომპანიები ესწრებოდნენ.

ლევან სილაგავას თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ყაზახეთი მდებარეობს შუა აზიაში და არ აქვს წვდომა პორტთან, პროდუქციას ძირითადად ისეთ ქვეყნებში აგზავნის, როგორიცაა ავღანეთი, ტაჯიკეთი უზბეკეთი. სილაგავას თქმით, სწორედ ამ მიზეზით არის მიმზიდველი მათთვის საქართველოს პორტების - ბათუმის ან ფოთის - გამოყენება, რათა ამ მათი მეშვეობით დანარჩენ მსოფლიოს დაუკავშირდნენ.

სილაგავას განცხადებით, ამაზე ადრეც იყო საუბარი, რომ ყაზახურ კომპანიებს შეეძინათ ბათუმის ან ფოთის პორტში სატრანსპორტო ელევატორები და მისი გავლით საკუთარი პროდუქცია მსოფლიო ბაზრისთვის მიეწოდებინათ. მისივე ინფორმაციით, ეს პროექტი შესაძლოა, ისევ გააქტიურდეს.