მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სილამაზის სალონებს, შესაძლოა, პროდუქცია გაუძვირდეთ" - სალონების ფედერაცია

5eb18c7b60748
ნინი ლონგურაშვილი
05.05.20 20:40
1608
არსებული გეგმის მიხედვით სალონები, საქართველოში 8 ივნისიდან უნდა გაიხსნას. წინასწარ გაწერილი და განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რომლის დაცვაც ამ სექტორის ბიზნეს სუბიექტებმა ფუნქციონირებისთვის აუცილებელად უნდა დაიცვან.

“საქმიანი დილის” ეთერში სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტმა პროდუქციის ტრანსპორტირებაზე ისაუბრა, თამარ შარაშენიძეს თქმით, მომწოდებლებმა შექმნილი ვითარების გამო, შესაძლოა პროდუქცია გააძვირონ.

“სილამაზის სალონებში ამ ეტაპზე შემოსავლების შემცირებას არ ველით, თუმცა შედარებით გაზრდილია ხარჯი რეგულაციებიდან გამომდინარე. ჩვენთან საუბარში სალონები ამბობენ, რომ გააჩნია მომწოდებელს, ისინი ინტერესდებიან რამდენად გაუძვირდებათ მათ პროდუქცია, ეს ეხება ყველა პროდუქტს, რასაც სალონებში იყენებენ. მომწოდებლები ფიქრობენ, რომ პროდუქცია გაძვირდება, რადგან გაძვირებულია ტრანსპორტირება და იქ კიდევ ძალიან ბევრი ნიუანსია, შესაბამისად, შესაძლოა, ჩვენც გაგვიძვირდეს პროდუქცია", – ამბობს თამარ შარაშენიძე