მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სილამაზის სალონებში ფასები იზრდება

6245d8450e7b4
თათია ჩაფიჩაძე
01.04.22 00:00
3332
სალონური მომსახურება კიდევ ძვირდება. სილამაზის სალონებში აცხადებენ, რომ თმის მოვლის საშუალებების დიდი ნაწილი რუსეთიდან და უკრაინიდან შემოდიოდა, ომის დაწყებიდან დღემდე კი ფასი უკვე 20%-მდეა მომატებული. მომწოდებლებისგან მიღებული ინფორმაციით, ფასის ზრდა საბოლოო არ არის და პროდუქცია უახლოეს პერიოდში კიდევ გაძვირდება.

შექმნილ ვითარებაში სალონების ნაწილმა მომსახურებაზე ფასი უკვე გაზარდა, ნაწილი კი ჯერ პროდუქციაზე საბოლოო ფასის ფორმირებას ელოდება.

„ფრჩხილის მოვლის საშუალებები უკრაინიდან შემოდიოდა, თმის მოვლის საშუალებები კი უმეტესად რუსეთიდან. ორივე შემთხვევაში ფასები უკვე გაზრდილია 10-20%-ით. მაგალითად კონკრეტული პროდუქტი თუ ღირდა 30 ლარი, უკვე მივიღეთ 45 ლარად, შემდგომში კიდევ გააძვირებენ, თუმცა ჯერ არ იციან საიდან შემოვა და როგორი იქნება საბოლოო ფასი. ამ ეტაპზე ეს ფასი უკვე ავსახეთ ღირებულებაში. პანდემიიდან დღემდე ფასები ალბათ 80%-ით მაინც არის გაზრდილი", - უთხრა BMG-ის სილამაზის სალონ v&m-ის დირექტორმა ვაჟა სუჯაშვილმა.

20%-ით გაიზარდა ფასები სილამაზის სალონ M CLUB-შიც.

„ჩვენი პროდუქცია, რაზეც ვმუშაობდით შემოდიოდა რუსეთიდან, ბოლო ერთ თვეში პროდუქციაზე ფასი 20%-მდე გაიზარდა, რამაც სალონური მომსახურების გაძვირება გამოიწვია. ფასი გავზარდეთ მხოლოდ იმ მომსახურებაზე, რომელიც დაკავშირებული იყო გაძვირებულ ნედლეულთან", - განაცხადა სილამაზის სალონ „M CLUB“-ის დამფუძნებელმა მირიან ტუზურიძემ.