20.სექტემბერი .2020 19:00

სილამაზის სალონის დირექტორი: გძინავს, ხვალ გაიღვიძებ და ვალუტის სხვა კურსი გხვდება

views 305
უკან

„ჩვენს სალონში ფასების ზრდა გამოიწვია დოლარის კურსმა, დღეს გძინავს, ხვალ გაიღვიძებ და სხვა კურსი გხვდება. ქვეყანაში საშინელი მდგომარეობაა,“ - ამის შესახებ სილამაზის სალონ “არტ სტუდიოს” დირექტორმა გოგა ჯიქიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე 2019 წელთან შედარებით მიმდინარე წელს სილამაზის და ესთეტიკის სალონს მომხმარებლის 40%-იანი კლება უფიქსირდება.

როგორც ჯიქია განმარტავს, დღეს სილამაზის ინდუსტრიაში მდგომარეობა რთულია და ის რამდენიმე მნიშნელოვან საკითხს უსვამს ხაზს. მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტულ ნედლეულზე ფასების კონტროლის აუცილებლობას.

„სახელმწიფოს ჯგუფი უნდა ჰყავდეს, რომ ფასები გააკონტროლოს. დავიჯერო ის ერთჯერადი ხელთათმანი, რომელსაც სალონში ვიყენებთ, შეკვრა ნამდვილად 50 ლარი ღირს? ამ დრომდე 15 ლარს ვიხდიდი, ამას არავინ აკონტროლებს. აქედან გამომდინარე, ყველა აფთიაქს ეს პროდუქტი სხვადასხვა ფასში აქვს“ - განაცხადა სალონის დირექტორმა.

გოგა ჯიქიას განმარტებითვე, ის კომპანიის მოგების მარჟის ხარჯზე ფასის შენარჩუნებას, რთულად მაგრამ მაინც ახერხებს.

„ჯერ სტაბილურობას ვინარჩუნებთ, თუმცა როდემდე შევძლებთ არ ვიცი. თუ შეუძლებელი გახდება მეც გავაძვირებ“ - აღნიშნა ჯიქიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა