მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Silk Road Wines - ის ორგანიზებით, საქველმოქმედო ღონისძიება - Wines for Warriors Gala გაიმართა

632406c94ca2a
ინგა მურუსიძე
16.09.22 09:12
631
ამერიკული კომპანია Silk Road Wines - ის ორგანიზებით, საქველმოქმედო ღონისძიება - Wines for Warriors Gala გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება 2021 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს ქართველი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერას.

ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა. სიტყვით გამოსვლისას ელჩმა აღნიშნა თუ რაოდენ დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში და მადლობა გადაუხადა ამერიკელ პარტნიორებს ქართველი გმირების თავგანწირვის დაფასებისთვის.

ინფორმაციისთვის, ღონისძიების ფარგლებში შემოწირული თანხა საქართველოს მებრძოლთა თანადგომის ფონდში გადაირიცხება.