მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განახლებული USB კაბელი ძველის სანაცვლოდ - "ტენე" აქციას იწყებს

61683364d5d05
ინგა მურუსიძე
14.10.21 17:32
2586
კომპანია "ტენე" USB კაბელებთან დაკავშირებით აქციას იწყებს. კომპანიამ ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაამოაქვეყნა. აქციას "გააცოცხლე კაბელი" ჰქვია და გულისხმობს ძველი, დაზიანებული კაბელის ნაცვლად, განახლებული კაბელის მიღებას.

"ჩვენი მოსახლეობა წლის განმავლობაში ძალიან ბევრ კაბელს ყრის ნაგავსაყრელზე, რაც თავისთავად საზიანოა გარემოსთვის!
ტენეს გუნდმა გადავწყვიტეთ წამოვიწყოთ აქცია:

თუ შენ გაქვს გაფუჭებული USB კაბელი, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ბრენდის, ნუ გადააგდებ ნაგავში! მოგვიტანე და მიიღე ტენეს აღდგენილი USB კაბელი 1 წლიანი გარანტიით!

1.3 მეტრიანი USB კაბელის ღირებულება 5 ლარია, ხოლო 2 მეტრიანი კაბელის 7 ლარი", - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.