მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SILLUET CRAFT– ქართული სტარტაპი, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ევროპელ და ამერიკელ მომხმარებელზე მუშაობს

60002a5c644dc
თათია კაკიაშვილი
17.01.21 23:40
974

SILLUET CRAFT სტარტაპია, რომელმაც პანდემიასთან გამკლავება და გადარჩენა შეძლო. ეს ანი ყიასაშვილის წამოწყებაა, რომლის ინსპირაციაც მამის მხატვრობაა. ხელოვნების სიყვარულმა და ლოქდაუნის დროს გამოჩენილმა ბევრმა თავისუფალმა დრომ ქართველი სტარტაპერის მცირე ბიზნესი კიდევ უფრო განავითარა. 

ანი ყიასაშვილი მცირე დანახარჯით კრეატიულ და განსხვავებულ მაისურებს ქმნის, რაც, ძირითადად, უცხოელ მომხმარებელს ხიბლავს, მით უფრო იმიტომ, რომ მაისურებზე დატანილია ე.წ. Fantasy ჟანრის სხვადასხვა გამოსახულება. 

მაისურებზე, ძირითადად, Fantasy ჟანრის პერსონაჟებს ვხატავ, რაც ჩემი პროდუქციის მომხმარებელს ძალიან მოსწონს. ხშირად თვითონაც მიკვეთავენ ხოლმე ნახატებს. შემდეგ ეს პროდუქცია SilhouTteCrafts-ის ვებ-გვერდის საშუალებით, ევროპასა და აშშ-ში მიდის, ანუ ჩემი სტარტაპის მომხმარებლები ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან“, - განუცხადა BM.ge-ს სტარტაპერმა.

კომპანიას პანდემიამ პრობლემები მაინც შეუქმნა: შეფერხებული საერთაშორისო ფრენების გამო, მაისურების საზღვარგარეთ გატანის დრო გაიზარდა, ასევე, როგორც თავად ამბობს, ანი ყიასაშვილი იძულებული გახდა, პროდუქციის ფასი მცირედად, მაგრამ მაინც გაეძვირებინა, თუმცა ამის მიუხედავად საქართველოში წარმოებულ მაისურებზე მოთხოვნა მაინც არ შემცირებულა.

SILLUET CRAFT ახლო მომავალში ქართულ ბაზარზეც გამოჩნდება. თუმცა მანამდე, სულ ახლახან დამზადებული მაისურები ევროპელ და ამერიკელ მფლობელებთან შესახვედრად ემზადება.