მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სილქ როუდ ბანკმა” სახელი შეიცვალა

632171751e824
ნინო ტაბატაძე
14.09.22 10:34
2165
“სილქ როუდ ბანკმა” სახელი შეიცვალა.

12 სექტემბრიდან ბანკი ბაზარზე “სილქ ბანკის” სახელით აგრძელებს ოპერირებას. რებრენდინგის გადაწყვეტილება ბანკის აქციონერებმა 30 აგვისტოს აქციონერთა კრებაზე მიიღეს. გარდა ამისა, აქციონერების თანხმობით, ბანკის წესდება შესაბამისობაში მოვიდა მეწარმეთა შესახებ ახალ კანონთან, რომელიც ძალაში 2022 წლის 1 იანვარს შევიდა.

„სილქ ბანკის“ აქციების 61.76% „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს“ ეკუთვნის. ბენეფიციარი აქციონერები არიან: გიორგი რამიშვილი, დევიდ ფრანც ბორგერი და ალექსი თოფურია.  აქციების პაკეტის 38.2%-ს „პარტომტას“ მფლობელი ერკინ ტატიშევი ფლობს.

მეორე კვარტალის მონაცემებით, „სილქ ბანკის“ სესხების პორტფელი 16.1 მლნ ლარია, აქტივები 74.5 მლნ ლარს შეადგენს.