მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სილქ როუდ ბანკს წამყვანი ფინანსისტი ტოვებს

5710e698d023f
BM.GE
15.04.16 16:59
1748
"სილქ როუდ ბანკს" უკანასკნელი ყაზახი ფინანსისტიც ტოვებს.
 
"სილქ როუდ ბანკს" სამეთვალყურეო საბჭოდან კირატ კენჟეგარინის გასვლის გადაწყვეტილება, მისთვის ერთჯერადი ანაზღაურების საკითხთან ერთად, ბანკის აქციონერთა კრებაზე უკვე დაამტკიცეს.

ვინ ჩაანაცვლებს კენჟეგარინს ჯერ უცნობია. ახალ წევრს აქციონერთა რიგგარეშე სხდომაზე, მოგვიანებით აირჩევენ.

საბჭოში რჩებიან ვასილ კენკიშვილი, დევიდ ფრანც ბორგერი და მამუკა შურღაია.

კირატ კენჟეგარინს ამ ბანკში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. იყო "ბითიეი ბანკის" გენერალური დირექტორი და ბანკიდან ყაზახური ბითიეის გასვლის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში „სილქ როუდ ბანკსაც“ ხელმძღვანელობდა, შემდეგ, 2015 წლის ივნისში, ამავე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში გადაინაცვლა.

GBC.GE