მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

,,სილქ როუდ ჯგუფი" ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

62b81d62905b6
თათია კაკიაშვილი
26.06.22 13:03
6257

“სილქ როუდ ჯგუფი” ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

“ლევანი სილქ როუდ ჯგუფის დასაბამიდან იყო ჩვენთან, როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი. 2006 წლიდან ლევანმა სილქ როუდ ჯგუფისგან დამოუკიდებლად გააგრძელა წარმატებული ბიზნეს საქმიანობა.

ლევანი იყო ჩვენი ძვირფასი მეგობარი და უაღრესად ღირსეული ადამიანი.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ლევანის მკვლელობა გამოძიებული იქნება და დამნაშავეები ჯეროვნად დაისჯებიან”, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს, გვიან საღამოს, თბილისში, ბაგებში ბიზნესმენი ლევან კაჭავა ავტომობილში მოკლეს. ბიზნესმენის ავტომობილს ცეცხლი ვაკე-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე გაუხსნეს.


შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.


ლევან კაჭარავა ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის ბიზნესპარტნიორი და “სილქ როუდ ჯგუფის” თანადამფუძნებელი იყო. მან კავშირი კომპანიასთან 2000-იან წლებში გაწყვიტა და 2013 წელს საკუთარი ლოგისტიკური კომპანია Multiplex Petrolia Logistics Solutions BV დააფუძნა. ჯგუფში შემავალი კომპანიები გადაზიდვებს ახორციელებენ, მათ შორის საქართველოდან ცენტრალური აზიის რეგიონში, ჩართული არიან სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ-ლოჯისტიკურ პროექტებში.