მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სილქ როუდის" დირექტორი წყალტუბოში ივანიშვილის პროექტზე - ეს ინვესტიცია დასაკარგი არ არის

5dc1db2510132
BM.GE
06.11.19 00:23
1295
ეს ინვესტიცია რეალურად დასაკარგი არ არის, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში „სილქ როუდ ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი მარიმ განაცხადა.

„საუბარია რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიციაზე. ის რისკი და ის თანხა, რომელიც ამ ინვესტიციაში უნდა განხორციელდეს.. არ არის ისეთი მოთამაშე არც საქართველოში და არც საქართველოს გარეთ, რომელიც მზად იქნებოდა ამ მაღალრისკიანი ინვესტიციის განხორციელებისთვის. ჩვენც ხშირად ვყოფილვართ ასეთ მდგომარეობაში და ვიცით ეს რასთანაა დაკავშირებული, როდესაც პირველი მოთამაშე ხარ შესული ბაზარზე, გარკვეულ რისკებს იღებ შენ თავზე, და გზას უხსნი სხვა მოთამაშეებს, რომლებიც იქ შემოდიან“, - განაცხადა გიორგი მარიმ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე წყალტუბოს პროექტში შესვლას ვერ მოახერხებენ, ვინაიდან ბევრი ვალდებულება აქვთ აღებული, მათ შორის ბათუმსა და წინანდალში, ასევე თბილისში რესპუბლიკის რეკონსტრუქციის პროექტის სახით.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ წყალტუბოში 22 სანატორიუმს და 9 აბანოს ღია, კონკურენტულ აუქციონზე შეიძენს. მისივე თქმით, პროექტს სამი წლის განმავლობაში დაასრულებს. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია. ეკონომიკის სამინისტროში, ჯერჯერობით, ვერ საუბრობენ, თუ როდის გაიმართება აუქციონი და რა საინვესტიციო ვალდებულებით გაყიდიან 15 სანატორიუმს, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზეა. ამ დრომდე უცნობია, რას ფიქრობენ ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე კერძო სანატორიუმების და აბანოების მფლობელები.