მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სილქნეტი: „კანონპროექტი უკიდეგანო დისკრეციულ უფლებამოსილებას აძლევს მარეგულირებელს“

5f084b2f8138a
ვიქტორია მღებრიშვილი
10.07.20 15:19
1114
პრაქტიკულად კანონპროექტი უკიდეგანო დისკრეციულ უფლებამოსილებას აძლევს მარეგულირებელ კომისიას ჩაერიოს მეწარმე სუბიექტების სამეწარმეო თავისუფლებაში - ასე შეაფასა „სილქნეტის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხოდმაზე.

როგორც სილქნეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე მუხლს არღვევს.

„პრაქტიკულად კანონპროექტი უკიდეგანო დისკრეციულ უფლებამოსილებას აძლევს მარეგულირებელს კომისიას ჩაერიოს მეწარმე სუბიექტების სამეწარმეო თავისუფლებაში.

ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლს, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების პრინციპს განსაზღვრავს; ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 26-ე მუხლს, რომელიც სამეწარმეო თავისუფლების პრონციპის დეკლარირებას ახდენს; ნაწილობრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლს, რომელიც საკუთრების უფლებას აძლევს როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს. გასაგებია, რომ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა შესაძლებელია და ის შეიძლება იყოს ლეგიტიმური, მაგრამ ლეგიტიმური შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაცულია პროპორციულობის და თანაზომიერების ტესტები“, - განაცხადა „სილქნეტის“ წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ეს კანონი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას თანაზომიერების ტესტის თვალსაზრისით.

„პრაქტიკულად შემოთავაზებულია დროებითი მმართველის მექანიზმი, ოღონდ არა გადახდისუნარიანობის პრობლემის მქონე კომპანიის გამოცოცხლებისთვის, ან კრედიტორებთან არსებული ვალდებულების შესრულების, ანუ რისთვისაც გამოიყენება დროებითი მმართველის ინსტიტუტი, არამედ ჩვეულებრივი ერთ-ერთი ადმინისტრაციული ორგანოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების აღსრულების მექანიზმად არის შემოთავაზებული და შემოთავაზებულია იმიტომ, რომ თითქოს არ არის სხვა ეფექტური ბერკეტი“, - განაცადა „სილქნეტის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა.