საქართველოსა და ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნად, ნიუ იორკში, საუთჰემპტონის ხელოვნების ცენტრში, თანამედროვე ჯაზის ლეგენდის, ვინტონ მარსალისის და ორკესტრის Jazz at Lincoln Center Orchestra - ს კონცერტი გაიმართა. ღონისძიება, კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით, ჰემპტონის ჯაზის ფესტივალისა (Hamptons Jazz Festival) და წინანდლის ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა და მას ამერიკისა და საქართველოს ბიზნესის, კულტურისა და დიპლომატიური სფეროს გამოჩენილი წარმომადგენლები დაესწრნენ.
ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნის გარდა, მიღება მიეძღვნა საქართველოს წამყვან სატელეკომინიკაციო კომპანია "სილქნეტსა" და ორ ამერიკულ მედია გიგანტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებას. უკვე დღეიდან, "სილქნეტის" ეკოსისტემას შეუერთდა ლეგენდარული ამერიკული მუსიკალური ბრენდი "ბილბორდი" და მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური სტრიმინგის პლატფორმა "დიზერი".
„ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ "სილქნეტი" ერთგვარი ხიდი იყოს საქართველოს და მსოფლიოს შორის, როგორც პირდაპირი გაგებით - სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის საშუალებით, ასევე დასავლეთის კულტურულ და გასართობ ინდუსტრიაში საქართველოს ინტეგრაციის სახით. იმედი მაქვს, რომ ეს ახალი პარტნიორობა, ასეთი მაღალი რეპუტაციის მსოფლიო ბრენდებთან, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის სილქნეტის ციფრულ ეკოსისტემას და კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს მოიზიდავს. ჩემთვის დღეს განსაკუთრებული დღეა და მინდა ყველას მადლობა მოგახსენოთ. მადლლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმისთვის, რომ საქართელოს გვერდით დგას ბოლო 30 წელია. მადლობა, თანამედროვე ჯაზის ლეგენდას, ვინტონ მარსალისს, იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღო ამ შესანიშნავ ღონისძიებაში“, - ამბობს "სილქნეტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი.
მუსიკალურ ჟურნალისტიკაში „ბილბორდი“ ოქროს სტანდარტს წარმოადგენს და განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს, რადგან ის ინდუსტრიაში საუკეთესო ჩარტებს ქმნის და მუსიკის ნებისმიერი ჟანრის ყველაზე სრულყოფილ ბაზას აწარმოებს. მნიშვნელოვანია, რომ „სილქნეტის“ და „ბილბორდის“ თანამშრომლობის შედეგად, სწორედ „დიზერსა“ და სხვა წამყვან საერთაშორისო თუ ქართულ მუსიკალურ პლატფორმებზე დაყრდნობით შეიქმნება პირველი ოფიციალური მუსიკალური ჩარტების სისტემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ასევე კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. სტრიმინგ აპლიკაცია „დიზერი“, რომელიც მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის, 90 000 000 + აუდიო კონტენტის კატალოგს თავაზობს 180-ზე მეტ ქვეყანაში, სილქნეტის მომხმარებლებისათვის განსაკუთრებული პირობებით იქნება ხელმისაწვდომი.
ახალი პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაამდიდრებს „სილქნეტის“ ციფრულ ეკოსისტემას და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი მუსიკალური კონტენტის შეთავაზების საშუალებას მისცემს.
(R)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი