20.იანვარი .2022 23:43

“სილქნეტმა” $300 მილიონის ღირებულების ევროობლიგაციები განაფასა

“სილქნეტმა” $300 მილიონის ღირებულების ევროობლიგაციები განაფასა
views 1445
უკან

საქართველოს კომუნიკაციების სექტორის მეორე უმსხვილესმა მოთამაშე “სილქნეტმა” $300 მილიონის ღირებულების ევროობლიგაციები განაფასა. „თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საპროცენტო განაკვეთი 8.375%-ს შეადგენს.

საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდის განთავსება მიმდინარე წლის 31 იანვარს იგეგმება, მისი დაფარვის ვადა კი 2027 წლის 31 იანვარი იქნება. ობლიგაცია მის მფლობელებს კუპონს წელიწადში ორჯერ გადაუხდის.

8.375%-იანი განაკვეთი „სილქნეტის“ ახალ ევრობონდებს რეგიონულ დონეზე კონკურენტულ ევრობონდად აქცევს. „მაგალითად, Vodafone Ukraine-ი და Turk Telekom-ი 2021 წლის 19 იანვრის მდგომარეობით, 8.08%-9.27%-ის ფარგლებში ივაჭრება“, - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა „სილქნეტის“ ნეგატიური რეიტინგის პროგნოზი სტაბილურით შეცვალა, რის საფუძველიც კომპანიის გაუმჯობესებული მაჩვენებლები და ლიკვიდობა გახდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა