მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SILVERGATE-მა კრიპტო ტრანზაქციების გატარება შეწყვიტა | ბანკი გაკოტრების პირასაა

6405dd8ee7814
გიორგი თოლორდავა
07.03.23 00:25
950
გაკოტრების თავიდან არიდების მიზნით, Silvergate Bank-მა მორიგი რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო - ამერიკულმა საფინანსო ორგანიზაციამ სრულად შეწყვიტა კრიპტო ტრანზაქციების გატარება.

Silvergate Exchange Network-ით კრიპტობირჟები და მათი მომხმარებლები აქტიურად სარგებლობდნენ, ბანკი ერთგვარი შუამავალის ფუნქციას ასრულებდა და კრიპტობირჟების კლიენტებს თანხის განაღდებაში ეხმარებოდა.

თავად Silvergate-ის ძირითად საქმიანობას კრიპტოტრანზაქციების გატარება და ციფრული აქტივების შენახვა წარმოადგენს. ბანკი კალიფორნიაში 1988 წელს დაფუძნდა, ათი წლის წინ კი ის თითქმის სრულად გადაერთო კრიპტოსერვისების მიწოდებაზე.

ამჟამად Silvergate-ის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოძიება მიმდინარეობს, რაც Silvergate-ის და გაკოტრებული კრიპტობირჟის, FTX-ის ურთიერთობით არის განპირობებული. ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, კომპანიის კვარტალური შედეგების გასაჯაროება დაგვიანდება, რაც აუდიტორული კომპანიის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით არის განპირობებული. ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებით, აუდიტორი Silvergate-ის ფინანსურ შედეგებს არ ადასტურებს, რაც იმითაა განპირობებული, რომ ბანკის ანგარიშგებაში გარკვეული გარღვევის იდენტიფიცირება მოხდა.

აღნიშნული სიახლე, ბუნებრივია, ინვესტორებმა და ტრეიდერებმა უაღრესად ნეგატიურად მიიღეს. ამბის გავრცელებიან რამდენიმე საათში Silvergate-ის აქციები თითქმის 58%-ით შემცირდა, ერთწლიან ჭრილში კი ვარდნის მაჩვენებელი 98%-ს შეადგენს. გარდა ამისა, მსხვილმა კრიპტობირჟებმა და ციფრულმა კომპანიებმა დროებით Silvergate-თან საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, რაც კიდევ უფრო მეტად ამყარებს ზემოხსენებულ ეჭვებს.

ვითარების გამწვავების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ ბანკს გაკოტრების გამოცხადებაც მოუწიოს.