მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტექინსპექტირების პროცესი შეჩერდა ან გადაიდო"

5db1b9f6dcad1
BM.GE
24.10.19 18:46
1511
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.

“ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების პროცესი დროებით გადაიდო ან/და შეჩერდა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული ფაქტის გამო, მძღოლები შეიძლება შევიდნენ შეცდომაში და ინსპექტირების არგავლის გამო დაჯარიმდნენ კიდეც. 

გაცნობებთ, რომ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად. არ არსებობს არანაირი გეგმა ინსპექტირების შეჩერების ან მისი გადავადების შესახებ. ნუ დაჯარიმდები, გადაამოწმე!!!”,- ნათქვამია განცხადებაში.