28.მარტი .2020 18:00

სინერჯი კაპიტალი მოუწოდებს მათ, ვისაც ეს შეუძლიათ, დაიწყონ დღეს ქართული კომპანიების წილების შეძენა

views 647
უკან

„იმისთვის, რომ პოსტ-კორონა პერიოდისთვის რაც შეიძლება მომზადებული იყოს ქვეყანა, მნიშვნელოვანია დღეს დაიწყოს მზადება. სახლში დარჩენის პირობის დაცვით საუკეთესო გზა გვგონია ქართული კომპანიების წილების შეძენა, მათ ვისაც შესაბამისი დანაზოგები აქვს. ეს ამ კომპანიებისთვის იქნება დღეს ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომ ამ თანხებით შეინარჩუნონ თანამშრომლები და გააგრძელონ ფუნქციონირება, ამიტომ ისინი ამაზე წამოვლენ. მეორე მხრივ დანაზოგის მფლობელები დღეს სავარაუდოდ ყველაზე კარგი პირობით შეძლებენ ამის გაკეთებას და პერსპექტივაში ძალიან მაგარი აქტივის მფლობელები გახდებიან. რაც მეტი გააკეთებს ამას, მით დიდი პოზიტიური გავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე.

ჩვენ, სინერჯი კაპიტალი, 2 წელია ამას ვაკეთებთ, მაგრამ დღეს გაცილებით დიდი ძალისხმევის ჩართვა და ბევრი ადამიანის მონაწილეობა უნდა ამას. ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც აქვს შესაძლებლობა, ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომ დაიწყონ ქართული კომპანიების შერჩევის, შეფასების, მოლაპარაკების, მათი წილების შეძენაზე მუშაობის პროცესი. ამათგან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება დისტანციურად. ასე, რომ დარჩით სახლში, მაგრამ არ გავშეშდეთ, ვიმოქმედოთ სახლებიდანაც. ჩვენ, ჩვენ წილად, გავუზიარებთ სხვებს ჩვენს გამოცდილებას, როგორ ვარჩევთ კომპანიებს, როგორ ვყიდულობთ, რა პროცესებს გავდივართ და როგორ ვემუშავებით მათ ღირებულების გასაზრდელად, და სურვილის შემთხვევაში ერთობლივ პროექტებსაც განვიხილავთ"- აცხადებენ სინერჯი კაპიტალში.

განცხადება გავრცელდა სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე სინერჯი კაპიტალის დირექტორის მხრიდან, რომლის ტექსტის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.