მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სინერჯი კაპიტალი სურსათის მწარმოებელი და მიმწოდებელი კომპანიების წილების ფლობით დაინტერესებულ ადამიანებს მიმართავს

5e8d79e5b2045
BM.GE
08.04.20 11:13
896
სინერჯი კაპიტალი სურსათის მწარმოებელი და მიმწოდებელი კომპანიების წილების ფლობით დაინტერესებულ ადამიანებს მიმართავს.
 
„ჩვენ მიზანმიმართულად ვიწყებთ დღეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დარგების მხარდაჭერაზე ზრუნვას. და მივმართავთ მათ, ვისაც აინტერესებს სურსათის მწარმოებელი და მიმწოდებელი კომპანიების წილების ფლობა, დააფიქსირონ ინტერესი ბმულზე და ჩვენ მივაწვდით ამ სფეროდან იმ კომპანიებზე ინფორმაციას, რომელიც პორტფელში ან ფაიფლაინში გვყავს.

ვფიქრობთ, ქართული კომპანიების წილების ყიდვა, დღეს ყველაზე დიდი მხარდაჭერაა ეკონომიკისთვის მათი მხრიდან, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. მსგავს განაცხადს ჩვენ სხვა სფეროებზეც გავაკეთებთ, ვისაც ასევე ძალიან სჭირდებათ დღეს მხარდაჭერა“ - აცხადებენ სინერჯი კაპიტალში.