მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

,,სინერჯი კაპიტალი" ახალი ბანას მშენებლობის მხარდამჭერი გახდა

5eeb77d7e5354
BM.GE
18.06.20 18:15
1944

"სინერჯი კაპიტალმა” და ,,ხანძთელის ფონდმა” მემორანდუმი გააფორმეს ახალი ბანას ფონდთან. მემორანდუმის მიხედვით, სინერჯი კაპიტალი ახალი ბანას პროექტს ორი მიმართულებით გააძლიერებს: ერთი მხრივ, ,,სინერჯი კაპიტალი” (თანამშრომლებთან ერთად) ფინანსურ რესურსს მიმართავს ახალი ბანას ასაშენებლად, მეორე მხრივ კი, ,,ხანძთელის ფონდი” ხელს შეუწყობს დონორების მოძიებასა და მათ ჩართვას აღნიშნულ პროექტში.

სურამისა და ხაშურის ეპარქიაში მშენებარე ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსი ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ბანას (VII ს) ანალოგიური იქნება.

ტაძრის შემოგარენში დაგეგმილია სხვადასხვა ფუნქციური შენობა-ნაგებობების განთავსება, რომლებსაც კულტურულ-საგანმანათლებლო და რეკრეაციული დანიშნულება ექნება.

,,საუკუნის პროექტი ჩვენთვის დამატებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ,,სინერჯი ჯგუფის" დაარსების თარიღი გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს ემთხვევა. ჩვენი გუნდი ყოველ წელს მივემგზავრებით ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად, მათ შორის, გამორჩეულ ყურადღებას ვუთმობთ ბანას უნიკალურ ტაძარს.

ფოტო:ტაო-კლარჯეთში არსებული ბანა


ცოტა ხნის წინ მოვინახულეთ ახალი ბანას მშენებლობაც. შთამბეჭდავია ამ გრანდიოზული პროექტის ადგილზე ხილვა. ჩვენთვის დიდი პატივია ამ პროექტის მხარდაჭერა. ვაპირებთ, ასევე, ტრადიციად ვაქციოთ ახალი ბანას მონახულება” - აცხადებენ ,,სინერჯი კაპიტალში”.