მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სინერჯი კაპიტალმა დაიწყო კამპანია - აუცილებლად #დარჩისახლში მაგრამ #არგაშეშდე #ვიმოქმედოთ

5e760194e7f6a
BM.GE
21.03.20 15:58
1747
კამპანიის ფარგლებში სინერჯი კაპიტალი მასიური არხებით გაუზიარებს დაინტერესებულებს იმ ცვლილებებს, რასაც ახორციელებს მის პორტფელურ კომპანიებში, რომ ისინი „პოსტ-კორონა“ პერიოდისთვის მომზადებულები იყვნენ.

„დროა, „პოსტ-კორონა“ ერაზე ფიქრი და გადაწყვეტილებების მიღება დავიწყოთ, როგორ ვემზადებით. ყველა აუცილებლად უნდა დავრჩეთ სახლში და დავიცვათ სრულად ყველა რეკომენდაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს უმოქმედობას. ისე, როგორც არასდროს გვჭირდება მობილიზაცია. საუკეთესო დროა დისტანციურად, სახლებიდან მაგრამ გუნდურად ყველამ ერთად ვეძებოთ გადაწყვეტილებები, რომ უფრო მომზადებული შევხვდეთ „პოსტ-კორონა“ პერიოდს. ასეთ დროს გუნდურობა კიდევ მატულობს და თუ დისტანციურ კომუნიკაციას არ შევწყვეტთ, ვიპოვით გზებს, რომელთა განხორციელება სახლში დარჩენითაც შეგვიძლია ამ პერიოდში.

ჩვენთვის ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაზრდილია, რადგან პორტფელში საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპანიები გვყავს - აფთიაქები, პურის და ხორცპროდუქტების მწარმოებლები და მიმწოდებლები, პედიატრიული კლინიკა, დასუფთავების კომპანია და სხვ. ჩვენთვის „პოსტ-კორონა“ პერიოდისთვის მომზადება არის, ამ კომპანიების გაასმაგებული მუშაობა, ადგილობრივი წარმოების კომპანიების კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა, რომ შევძლოთ საზოგადოებისთვის ღირებულების შექმნა. ჩვენც და ჩვენი პორტფელური კომპანიებიც გადავედით საშტაბო მართვაზე, დისტანციურად, მაგრამ ფაქტიურად 24 საათიან რეჟიმში. გვინდა სხვებსაც მოვუწოდოთ ამისკენ და ჩვენი მხრიდან შემოგთავაზოთ ხოლმე ის გადაწყვეტილებები, რასაც დისტანციურად ჩვენ და ჩვენი კომპანიები დავამუშავებთ „პოსტ-კორონა“ ერისთვის მოსამზადებლად. ამას ქეისების სახით გავავრცელებთ სხვადასხვა არხში, რაც სხვა კომპანიებისთვისაც შეიძლება გამოსადეგი იყოს.“ - აცხადებენ სინერჯი კაპიტალში.