მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სინერჯი კაპიტალმა" მუყაოს შესაფუთების მწარმოებელი კომპანია "ფიემჯის" 45% შეიძინა

5eb16ff2794d4
თელარა გელანტია
05.05.20 17:51
1152
„სინერჯი კაპიტალმა“ მუყაოს შესაფუთების მწარმოებელი კომპანია „ფიემჯის“ 45% შეიძინა.

როგორც bm.ge-ის სინერჯიდან აცნობეს, წელს ეს რიგით მეოთხე კომპანიაა, სადაც სინერჯი კაპიტალმა წილი შეიძინა. 

„დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით კრიტიკულად მიგვაჩნია ადგილობრივი წარმოებების მხარდაჭერა. „ფიემჯი“, რომლის 45% წილის მფლობელები გავხდით ცოტა ხნის წინ, მუყაოს მასალისგან ამზადებს სხვადასხვა პროდუქტის შესაფუთ საშუალებებს. ჰყავს ძალიან კარგი გუნდი, რაც მთავარი აქტივია ჩვენთვის კომპანიის შეძენისას. მათთან ერთად ვგეგმავთ წარმოების მოდერნიზაციას და ახალი საპროდუქტე მიმართულებების დამატებას. უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ დარგი ძალიან პერსპექტიულია, პრიორიტეტულია პლასტმასის ჩანაცვლება ეკოლოგიური მასალებით. ჩვენ ვაგრძელებთ პორტფელის გაფართოებას. ელექტრონული სერვისების გამოყენებით ჩვეულებრივ ვაფორმებთ კომპანიების შესყიდვის ოპერაციებს და ვიწყებთ მათ განვითარებაზე ზრუნვას", - აცხადებენ სინერჯი კაპიტალში.