მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფილმები, რომელიც წელს საქართველოში ყველაზე ხშირად ნახეს - Imovies.cc

5fbfe42564b0f
თამთა ჯიჯავაძე
27.11.20 00:30
17655
Imovies.cc-ი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კინოფილმების პორტალია, აცხადებს, რომ ლოქდაუნის პერიოდში ქვეყანაში დღიური ნახვები გაიზარდა.

ვებპორტალის ინფორმაციით, სტივენ სპილბერგის ფილმი „ინფიცირება“ (Contagion) 2020 წლის ყველაზე ნახვადი ფილმი გახდა. რაც შეეხება სერიალებს, მათ შორის ლიდერობს Friends-ი.

ცნობისთვის, 2019 წელს საშუალოდ, imovies.cc-ს დღეში 45 000 ვიზიტორი ჰყავდა, 2020 წელს კი მათი რიცხვი 58 000-მდე გაიზარდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2020 წლის აპრილში დაფიქსირდა (დღეში 90 000 მომხმარებელი), სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ლოქდაუნი იყო.

აღნიშნულ პორტალზე განთავსებულია 36 000 ფილმი და დაახლოებით 7000 ტელესერია.

2020 წლის ყველაზე ნახვადი 10 ფილმი imovies.cc-ზე არის:
- „ინფიცირება“ (Contagion)
- „სპენსერის მართლმსაჯულება“ (Spenser Confidential)
- „ფორდი ფერარის წინააღმდეგ“ (Ford vs Ferrari)
- „ირლანდიელი“ (The Irishman),
- “იპ მენი 4: ფინალი“ (Ip Man 4: The finale)
- „ბოროტების მბრძანებელი“ (Maleficent: Mistress of Evil)
- „ტყუპი“ (Gemini Man)
- „სუპერმენი: წითელი ვაჟი“ (Super Man: Red Son)
- „ანგელოზების დაცემა“ (Angel has Fallen)
- „ფორსაჟი: ჰობსი და შოუ“ (Fast & Furious Presents: Hobbs Show).

რაც შეეხება ტელესერიალებს, ტოპ-10 ასე გამოიყურება:
- „მეგობრები“ (Friends)
- „გრეის ანატომია“ (Grey’s Anatomy)
- „სამშობლო“ (Homeland)
- „სექსუალური განათლება“ (Sex Education)
- „დიდი აფეთქების თეორია“ (The Big Bang Theory)
- “ზებუნებრივი“ (Supernatural)
- „როგორ შევხვდი დედათქვენს“ (How I met your Mother)
- „სასტიკი სტამბოლი“ (Zalim Istanbul)
- „მოჩვენებითი სიყვარული“ (Afili Ask)
- „მენტალისტი“ (The Mentalist).