მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სინგაპური ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების ჰაბი ხდება

5f621afad8a56
ნათია თაქთაქიშვილი
16.09.20 20:40
1148
ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბულობის ფონზე, სინგაპური დიდი ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების ჰაბი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, სინგაპურში საქმიანობის გაფართოებას გეგმავს ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიც არის Tencent, Alibaba და ასევე TikTok-ის მფლობელი კომპანია ByteDance. კომპანიები სიგნაპურში მილიარდობით დოლარის დაბანდებას აპირებენ.

კომპანიების სინგაპურით დაინტერესება იმით აიხსნება, რომ ქვეყნის მთავრობას ნეიტრალური ურთიერთობები აქვს როგორც აშშ-სთან, ასევე ჩინეთთან.

Oxford Economics-ის ექსპერტ ტომი ვუს განცხადებით, ჩინეთის კომპანიები ცდილობენ საკუთარი საქმიანობა ჩინეთისგან განცალკევებით წარმართონ.

„სინგაპური გარდა ნეიტრალური პილიტიკისა, გამოირჩევა გეოგრაფიული მდებარეობითაც, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩინეთთან და ასევე ინოვაციურ ჰაბს წარმოადგენს აღმოსავლეთ აზიაში“, – განაცხადა Oxford Economics-ის ექსპერტმა.

აღსანიშნავია, რომ სინგაპური ასევე არის რეგიონული ბაზა დასავლური კომპანებისათვის, ქვეყანაში არსებული მოწესრიგებული ფინანსური და სამართლებრივი სისტემის გამო, რომელიც ამჯერად ჩინური კომპანიების რადარადაც უნდა იქცეს.