მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სინგაპური ძლიერმა სმოგმა მოიცვა

5d7f68f5000bb
მიხეილ ხაჩიძე
16.09.19 16:00
730


სინგაპური ძლიერმა ნისლმა მოიცვა. ქალაქის მთელი ნაწილი რამდენიმე საათის განმავლობაში სმოგში იყო გახვეული. როგორც ადგილობრივი ეკოლოგები აცხადებენ, ბოლო სამი წლის განმავლობაში ჰაერის მდგომარეობა მაქსიმალურ დონემდე გაუარესდა.



სმოგის გაჩენის მთავარ მიზეზად სპეციალისტები ინდონეზიიის ტყის მასშტაბურ ხანძარს ასახელებენ. ხანძრებმა მეზობელ სახელმწიფოებს შორის ერთგვარი დაძაბულობა და დაპირისპირებაც გამოიწვია. სინგაპურმა მწვავედ გააკრიტიკა ჯაკარტა იმის გამო, რომ ხელისუფლება ხანძრის თავიდან ასაცილებლად მაქსიმალურ ზომებს არ იღებს.

 

თავის მხრივ, ინდონეზიაში განმარტეს, რომ ხანძრებზე პასუხისმგებლობის ნაწილი უცხოურ კომპანიებს ეკისრებათ, რომლებიც ქვეყნის გარკევულ ნაწილებში გიგანტურ პლანტაციებს ფლობენ.