სინგაპურის მთავრობა მოქალაქეებს, პანდემიის პერიოდში ბავშვის გაჩენის შემთხვევაში, ერთჯერად ფულად დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ამ ინიციატივით ქვეყნის მთავრობა ცდილობს წაახალისოს მოქალაქეები, რომლებიც ფინანსური წნეხის საფრთხის ქვეშ დგანან ან სამსახურების დაკარგვის ეშინიათ.
„კვლევებმა გვიჩვენა, რომ წყვილების ნაწილმა ბავშვის ყოლა გადაიფიქრა პანდემიის გამო, რაც სრულიად გასაგებია, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ ისინი გაურკვევლობაში არიან საკუთარ შემოსავლებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერ მინისტრის მოადგილემ ჰენგ სვი კიტმა.
თუმცა პრემიერ-მინისტრის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია, რა ოდენობოს ფინანსური დახმარების გაწევას გეგმავს ქვეყანა.
„როგორც ბევრი განვითარებული ქვეყნის პრობლემა, სინგაპურის გამოწვევაც დაბალი ნაყოფიერება და ხნიერი მოსახლეობაა. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ მდგრად მოსახლეობას, რომელიც ხელს უწყობს როგორც ეკონომიკურ ზრდას, ასევე სოციალურ ერთობას“, – აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.
როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა რომ ქვეყნის ჯანდაცვა წარმატებით უმკლავდება პანდემიას, სინგაპურის ეკონომიკა რეცესიაშია. აღსანიშნავია, რომ მშპ-ი 12.6%-ით შემცირდა მეორე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?