მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სინგაპური მსურველებს საკრუიზო რეისს „არსაით“ შესთავაზებს

5f7f0895deaf9
ნათია თაქთაქიშვილი
09.10.20 00:00
999
სინგაპური მოგზაურობას მონატრებულ ადგილობრივებს საკრუიზო რეისს „არსაით“ შესთავაზებს. აღსანიშნავია, რომ ლაინერი არცერთ პორტში არ გაჩერდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, საკრუიზო ლაინერი პორტს 6 ნოემბერს დატოვებს და უმისამართოდ გაცურავს ოკეანეში. სინგაპურის ტურიზმის საბჭოს განცხადებით, კრუიზში მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებლებს ექნებათ.

ე.წ. უსაფრთხო კრუიზს Genting Cruise Lines და Royal Garibbean-ი განახორციელებენ.

როგორც გამოცემა წერს, ბორტზე ის მგზავრები დაიშვებიან, რომლებიც კორონავირუსზე ტესტირებას გაივლიან. კრუიზის დროს მგზავრები ვალდებულები იქნებიან ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია, გემი მხოლოდ სანახევროდ შეივსება მგზავრებით. ჯერჯერობით უცნობია უმისამართო მოგზაურობის ხანგრძლივობა.

აღსანიშნავია, რომ ტაივანში და ავსტრალიაში დიდი პოპულარულობით სარგებლობს ახალი ტურისტული სერვისი - ავიარეისები არსაით, ტაივანის და სიდნეის აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავები უმისამართოდ დაფრინავენ და შემდეგ ისევ აეროპორტებს უბრუნდებიან.