მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სინგაპური საზღვრებს მოსახლეობის 75%-ის აცრის შემდეგ გახსნის

60e43e8c5412b
ნათია თაქთაქიშვილი
06.07.21 21:00
740
სინგაპური საზღვრებს ეტაპობრივად მას შემდეგ გახსნის, რაც მოსახლეობის 75%-ს აცრის. ვაჭრობის მინისტრის გან კიმ იონგის თქმით, მათი გათვლებით მოსახლეობის 75%-ი იმუნიზირებული ოქტომბრის დასაწყისისთვის იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

„არსებული ინფორმაციით Covid-19 სავარაუდოდ ენდემური იქნება, ამიტომ ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ვირუსი გავრცელებას და მუტაციას განაგრძობს“, - განაცხადა განმა.

არსებული ინფორმაციით, სინგაპურის მოსახლეობის 37% აცრილია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით, რაც მის მეზობელ ქვეყნებთან შედარებით კარგი მაჩვენებელია, მაგალითად მალაიზიის მოსახლეობის 8%-ია სრულად აცრილი, ხოლო ინდონეზიის 5%-ია ორივე დოზით აცრილი.

სინგაპურში ვაქცინაცია Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინებით მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე კერძო კლინიკაში ასევე ფართოდ გამოიყენება ჩინური ვაქცინა Sinovac-ი.