29.ნოემბერი .2019 13:07

სინგაპური, სლოვენია, ყატარი - ახალი საექსპორტო ბაზრები ქართული მანდარინისთვის

views 326
უკან

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში ნარინჯისფერი რთველის მიმდინარეობაზე და საექსპორტო ბაზრებთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებზე ისაუბრა.

“ნარინჯისფერი რთველი აჭარაში აქტიურ ფაზაშია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ციტრუსის სეზონი ჩავატაროთ წარმატებით. წელს გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლეები. ტრადიციულ ბაზრებთან ერთად რამდენიმე ახალი ქვეყანა, ახალი საექსპორტო მიმართულება დაემატა, მათ შორის სინგაპური, სლოვენია, ყატარი და ა.შ. ფასები არის საკმაოდ მაღალი და ამიტომ, ყველას ერთად გვმართებს ჯეროვანი მუშაობა, რომ თითოეულმა ოჯახმა, თითოეულმა ფერმერმა მიიღოს მაქსიმალური შემოსავალი და ნარინჯისფერი რთველი აჭარაში წარმატებით ჩატარდეს“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარაში ციტრუსის რთველს კოორდინაციას უწევს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

რაც შეხება საექსპორტო მონაცემებს, დღეის მდგომარეობით, მანდარინის ექსპორტმა 3 909 ტონა შეადგინა. ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: უკრაინა, რუსეთი, სომხეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, სინგაპური, სლოვენია, ყაზახეთი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა