"გამორჩეული ვაჟკაცობისა და თავდადებისთვის ყველა სახელმწიფო მოხელე, რომელიც უშუალოდ ჩართულია კორონავირუსთან ბრძოლაში, მიიღებს სპეციალურ პრემიას ერთი სამუშაო თვის ხელფასის ოდენობით. ამაში შედის ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, ოფიცრები და სხვა პირები ვინც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის წინახაზზეა.
იმისათვის რათა გამოვავლინოთ ჩვენი სოლიდარობა სინგაპურის იმ მაცხოვრებელთა მიმართ, ვინც კორონავირუსით არის ინფიცირებული, მეც და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის პარლამენტის წევრები და ქვეყნის პრეზიდენტი ჰამილა იაკობი, ერთი თვის გასამრჯელოზე ვამბობთ უარს, სხვა მაღალჩინოსნები კი ნახევარი თვის ხელფასზე.
ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამ დაავადებასთან ბრძოლაში და ერთად დავძლევთ ამ გამოწვევას,"- ამბობს სინგაპურის პრემიერი ლი ჰსიენ ლუნგი.
29 თებერვლის მდგომარეობით, სინგაპურში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 102-ს შეადგენს. ქვეყანაში ახალი ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები ჯერ არ ფიქსირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ვირუსით სულ სამი პირი არის ინფიცირებული. აქედან ერთს სიმპტომები იტალიაში, ორს კი ირანში ვიზიტის შემდგომ გამოუვლინდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ვირუსით სულ სამი პირი არის ინფიცირებული. აქედან ერთს სიმპტომები იტალიაში, ორს კი ირანში ვიზიტის შემდგომ გამოუვლინდა.