07.აპრილი .2021 23:40

სინგაპურმა $28 მილიონის გრანტი გამოყო - "ვუერთდებით COVAX-ის კამპანიას"

სინგაპურმა $28 მილიონის გრანტი გამოყო - "ვუერთდებით COVAX-ის კამპანიას"
views 170
უკან

„არცერთი ქვეყანა უსაფრთხოდ არ იქნება, ვიდრე მთელი მსოფლიო ვერ მიაღწევს ამ უსაფრთხოებას“, - ამის შესახებ სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლი სიან ლუნი მსოფლიო ჯანდაცვის დღესთან დაკავშირებით Facebook-ში წერს. მისი თქმით, წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კამპანია ფოკუსირდება იმაზე, რომ უკეთესი და უფრო ჯანმრთელი სამყარო გვქონდეს.

„პანდემია ყველა ქვეყანას შეეხო, მაგრამ მისი გავლენა განსაკუთრებით მწვავე ღარიბი, მცირე ეკონომიკის მქონე და განვითარებადი ქვეყნებისთვის აღმოჩნდა. სინგაპურს თავისი წვლილი შეაქვს გლობალური საზოგადოების დასახმარებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ვაქცინის ფართო გავრცელებას და COVAX-ის კამპანიას ვუერთდებით. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში, ყველა ქვეყანას, შემოსავლების ოდენობის მიუხედავად, თანაბარი წვდომა ექნება ვაქცინის პრეპარატებზე“, - წერს ლი სიან ლუნი.

მისი თქმით, ქვეყნის პარლამენტმა 28 მილიონი დოლარის გრანტი დაამტკიცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდასაჭერად, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაუცველი, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები ეკონომიკურ ვარდნას გაუმკლავდნენ.

„ჩვენ სწორედ ამ გზით ვაპირებთ წვლილის შეტანას პანდემიასთან ბრძოლაში. არცერთი ქვეყანა უსაფრთხოდ არ იქნება, ვიდრე მთელი მსოფლიო ვერ მიაღწევს ამ უსაფრთხოებას“, - წერს სინგაპურის პრემიერი.