მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სინგაპურში ტროტუარებზე სკუტერებით გადაადგილება აიკრძალა

5dc171b7041b4
მიხეილ ხაჩიძე
05.11.19 22:50
1100
სინგაპურში ტროტუარებზე ელექტროსკუტერებით გადაადგილება აიკრძალა. როგორც გაზეთი The Straits Times-ი იუწყება, გადაწყვეტილება მსოფლიოს ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო პერიოდში სკუტერებით გამოწვეული ინციდენტები გახშირდა.

”ტროტუარებზე ელექტროსკუტერების გამოყენების აკრძალვა არ არის ადვილი გადაწყვეტილება. მაგრამ ეს აუცილებელი ნაბიჯია იმისათვის, რომ ფეხით მოსიარულე პირები კვლავ უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს,”- განაცხადა სინგაპურის ტრანსპორტის სახელმწიფო მინისტრმა. 


ახალი განკარგულებით, ელექტროთვითმგორავების გამოყენება ნებადართული მხოლოდ ველობილიკებზე იქნება. კანონის დამრღვევებს 2000-დოლარიანი ჯარიმა ან კიდევ სამი თვით პატიმრობა ემუქრებათ.