მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სინოფარმის“ დოზების ვერათვისების რისკი არ არსებობს“ - თამარ გაბუნია

6095166ce43ff
ვიქტორია მღებრიშვილი
07.05.21 22:16
809
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „სინოფარმის“ დოზების ათვისება უპრებლემოდ მოხდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი შეფასებით, ჩინური ვაქცინისადმი მოსახლეობის ინტერესი უფრო მაღალია, ვიდრე „ფაიზერზე“ იყო.

დღეს აქტიურია 25 000 ჯავშანი, ასევე 4 მაისის შემდეგ აცრილი მოქალაქეების რაოდენობა პირველ დღეს 800 იყო, ხოლო შემდეგ დღეებში 1000-1000. რჩება ის დოზები, რომლებიც გამოყენებული იქნება პრიორიტეტული ჯგუფებისთვის, საუბარია პოლიციის თანამშრომლებზე, ასევე საჯარო სექტორის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, პენიტენციური სისტემის თანამშრომლებზე, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებზე.

„სინოფარმის“ დოზებს ნამდვილად არ აქვს არათვისების რისკი, პირიქით, მასზე ძალიან აქტიური და მაღალი მოთხოვნაა“, - განმარტა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საბჭომ "სინოფარმის" მიერ შექმნილ COVID-19-ის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა, რის შედეგადაც ეს უკვე მეექვსე ვაქცინაა, რომელიც ამ ავტორიზაციას ფლობს.