04.მაისი .2021 15:29

„სინოფარმით“ აცრილებს მეორე დოზის გაკეთება 21 დღის შემდეგ მოუწევთ - სამინისტრო

„სინოფარმით“ აცრილებს მეორე დოზის გაკეთება 21 დღის შემდეგ მოუწევთ - სამინისტრო
views 302
უკან

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით 4 მაისიდან ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესში „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს ჩინური წარმოების "სინოფარმის“ (Sinopharm) ვაქცინა დაემატა.

აღსანიშნავია, რომ „სინოფარმით“ ვაქცინაცია იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით დაიწყო. ხოლო 5 მაისიდან კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება დაემატება.

საქართველოში ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი, რეგისტრაცია 27 აპრილიდან მიმდინარეობს.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა.

სამინისტროს განმარტებით, ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში, აცრილია სულ მცირე 40 მლნ ადამიანი.

„საქართველოში გამოიყენება მხოლოდ ჯანმოს ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ავტორიზებული ვაქცინები, ჩინური წარმოების ვაქცინა ამ ეტაპზე უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის აღიარებული.

უნგრეთის გარდა, „სინოფარმი“ დამტკიცებულია არაბთა გაერთიანებული საემიროებში, ჩინეთში, სერბეთში, ბაჰრეინში, პაკისტანში, ეგვიპტეში, სინგაპურში, ინდონეზიაში, ტაილანდსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.

"სინოფარმის“ ვაქცინა 45-მდე ქვეყანაშია აღიარებული და გამოიყენება. ჩინეთს და ჩინეთს გარეთ 200 მილიონზე მეტი დოზა აქვთ გაცემული“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა