მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სინოფარმით” აცრისთვის რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება

60df6a92102fa
თელარა გელანტია
03.07.21 09:30
1096
“სინოფარმით” აცრისთვის რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას NCDC ავრცელებს.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებგვერდს www.booking.moh.gov.ge  ან დარეკეთ ნომერზე 15 22. ვაქცინაციის პროცესი დაიწყება 5 ივლისიდან.

შეგახსენებთ: 500 000 დოზა „სინოფარმი“ და 500 000 დოზა „სინოვაკი“ საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინები დასაწყობებულია.

„4 ივლისს, დღის მეორე ნახევარში ყველა ამცრელი დაწესებულება მზად იქნება, რომ “სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყოს. რამდენიმე დღე აცრები ჩატარდება სწორედ ამ ვაქცინით, დავაკვირდებით, როგორი იქნება აქტივობა მოქალაქეების მხრიდან და რამდენიმე დღეში დაემატება „სინოვაკის“ ვაქცინებიც. ასევე გაგრძელდება აცრები „ასტრაზენეკათი“. ამ დღეებში შემოვა „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები და ყველა ადამიანი, ვისაც მეორე დოზით 10-12 კვირის გასვლის შემდეგ აცრა უწევს, აიცრება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის: 2 ივლისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 266 161 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 104 196 ადამიანი.