მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სინოფარმით “ვაქცინაცია საქართველოში ჯანმოს ავტორიზაციის შემდეგ დაიწყება

606836bc84758
BM.GE
03.04.21 13:35
1723
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „სინოფარმის“ 100 000 დოზა საქართველოშია. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში  მხოლოდ ჯანმოს ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ავტორიზებული ვაქცინები გამოიყენება. რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინას, ის ამ ეტაპზე უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის აღიარებული.

„სინოფარმით “ვაქცინაციის პროცესი ჯანმოს ავტორიზაციის მიიღების შემდეგ დაიწყება. ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში. ამ ვაქცინით აცრილია სულ მცირე 40 მლნ ადამიანი. უნგრეთის გარდა, „სინოფარმი“ დამტკიცებულია არაბთა გაერთიანებული საემიროებში, ჩინეთში, სერბეთში, უნგრეთში, ბაჰრეინში, პაკისტანში, ეგვიპტეში, სინგაპურში, ინდონეზიაში, ტაილანდსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში"-აცხადებენ სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ სინოფარმით ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში.