მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sinopharm-ის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია ხვალ, 20:00 საათიდან დაიწყება

609a90fd7c298
BM.GE
11.05.21 18:18
901
მოქალაქეებს Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად დარეგისტრირება ხვალიდან შეეძლებათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მოქალაქეებისთვის სპეციალური ფანჯარა 20:00 საათიდან გაიხსნება.

აღსანიშნავია, რომ დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა. ამ შემთხვევაში ვაქცინის მიმღები პირები სამედიცინო დაწესებულებას სურვილისამებრ აირჩევენ.

აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია პლატფორმაზე booking.moh.gov.ge ან დარეკვით ნომერზე 1522.

რეგისტრაციის ინსტრუქცია.