მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სინოვაკის“ დოზები საკმარისია, თუმცა თბილისში თავისუფალი ადგილები არაა - გაბუნია

60ba1bb1b5291
ინგა მურუსიძე
04.06.21 16:37
593
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, დღეისთვის „სინოვაკის“ ვაქცინის დოზები საკმარისია, თუმცა განსაკუთრებით თბილისში თავისუფალი ადგილები არ არის.

მისი თქმით, ქვეყანა ელოდება ვაქცინების საკმაოდ დიდ რაოდენობას და მისი ადმინისტრირებისთვის დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების და პროგრამაში ჩართვის საკითხი განიხილება.

„ის დაწესებულებები, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, განსაკუთრებით თბილისში, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ  მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილონ. დღეს „სინოვაკის“ დოზებიც არის თბილისში საკმარისი, თუმცა რიგ შემთხვევაში ვერ ხერხდება დარეგისტრირება, რიგის დაჯავშნა, რადგანაც არ არის თავისუფალი ადგილები, შესაბამისად, დაწესებულებები ეტაპობრივად დაემატება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის: 4 ივნისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 161 947 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 40 811 ადამიანი.