მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სირცხვილია“ გადაადგილების შეზღუდვას არ დაემორჩილება

5fa93d27e8d96
ინგა მურუსიძე
09.11.20 17:02
1138
სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია“ გადაადგილების შეზღუდვას არ დაემორჩილება. როგორც მოძრაობის სოციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, აქტივისტები დღეს პარლამენტის წინ შეიკრიბებიან.

"საპროტესტო გამოსვლების პასუხად, ხელისუფლებამ 22:00-დან 05:00-მდე გადაადგილება აკრძალა. ამიტომ დღეს პარლამენტის წინ ერთად გამოვუცხადებთ დაუმორჩილებლობას მთავრობის შეზღუდვებს. 18:00-ზე პარლამენტის წინ იწყება გაერთიანებული ოპოზიციის აქცია. დაუმორჩილებლობისთვის ვიკრიბებით მაქსიმუმ 21:00-დან, რადგან მერე კომენდანტი იწყება, ეცადეთ ცხრაზე უკვე პარლამენტის წინ იყოთ. დილის ხუთ საათამდე გადაადგილებას ვეღარ მოახერხებთ, გაითვალისწინეთ და მზად იყავით, ღამის გასათენებლად, თუმცა მაინცდამაინც მძიმე ნივთების წამოღებას არ გირჩევთ.

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს ძალის გამოყენებით ჩვენს დაშლას, არ შეხვიდეთ ახლო ფიზიკურ კონტაქტში“, - ნათქვამია „სირცხვილიას“ მიმართვაში.