სირიის ჩრდილოეთით თურქული ჯარების შეტევა ათასობით ადამიანის ლტოლვილობის მიზეზი გახდა. ქვეყნის საზღვრისპირა ქალაქებს მოსახლეობა მასობრივად ტოვებს. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, სირიის ქალაქებიდან- რას-ალ-აინიდან და თელ-აბიადიდან ათასობით ადამიანი უკვე გაიქცა.
როგორც ცნობილია, თურქულმა ავიაციამ ქალაქ თელ-აბიადისა და მისი შემოგარენის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო. სამხედრო იერიშის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ, მათ შორის ბავშვებიც. გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის, ზოგი გამოცემა 15, ზოგი კი 5 დაღუპულის შესახებ იუწყება, თუმცა ციფრი შესაძლოა, დღის ბოლომდე კიდევ გაიზარდოს. არიან დაშავებულებიც, იერიშების შედეგად 50-მდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, არმიამ ჯამში 181 სამხედრო სამიზნის მიმართულებით განახორციელა შეტევა. თავდასხმები ძირითადად ქურთი მებრძოლებისკენ იყო მიმართული. აღსანიშნავია, რომ ქურთი მებრძოლები წლების განმავლობაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის მთავარი მოკავშირეები იყვნენ.
სირიაში მიმდინარე პროცესების გამო, "არაბთა ლიგამ’’ ეგვიპტის თხოვნით შაბათს სამიტი მოიწვია. კაიროში თურქეთის ქმედებები კატეგორიულად დაგმეს. ქურთების დაბომბის გამო, თურქეთს მწვავე სანქციებით ემუქრება შეერთებული შტატებიც.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?