მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სირთულეების გამო, AstraZeneca EU-სთვის ვაქცინების მიწოდებას ამცირებს - Reuters

604d1e4346d41
BM.GE
14.03.21 00:00
1341
შიდა სირთულეების გამო, კომპანია AstraZeneca ევროკავშირისთვის ვაქცინის მიწოდებას ამცირებს. Reuters-ის ინფორმაციით, გეგმის თანახმად, კომპანიას მარტის ბოლომდე 40 მილიონი დოზის მიწოდება ევალებოდა, თუმცა, ახლა კომპანია მხოლოდ 30 მილიონი დოზის წარმოებას შეძლებს. 

ამასთან, ვაქცინების ეს მოცულობაც შესაძლოა ვერ იქნეს დროულად მიწოდებული, რადგანაც კომპანიის ქვეკონტრაქტორი საწარმო ამჟამად წარმოებისთვის მარეგულირებლის ნებართვის მიღების პროცესშია. 

AstraZeneca-ს შეფასებით, აღნიშნული საწარმო ნებართვას 25 მარტს მიიღებს და თვის ბოლომდე ვაქცინების 10 მილიონ დოზას დაამზადებს. 

ევროკავშირში ვაქცინაციის დაბალი ტემპი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. დღევანდელი მდგომარეობით, ევროკავშირში სულ 47.2 მილიონი დოზა ვაქცინა არის გაკეთებული, მთლიანი მოსახლეობის 7.2%-ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს მიღებული, ვაქცინის ორივე დოზა კი 3.2 მილიონ ადამიანს გაუკეთდა.

ევროკავშირში ვაქცინაციის ტემპი გაცილებით დაბალია ვიდრე აშშ-ში, სადაც დღეში 2.3 მილიონ ადამიანს ცრიან, ევროკავშირში ეს მაჩვენებელი დღეში 1.3 მილიონია.