მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სისხლის მიმოცვლა მნიშვნელოვანია"- იგეგმება თუ არა აჭარის მთავრობაში საკადრო ცვლილებები?

5d7bb2364fa69
ანუკა ჯოხაძე
13.09.19 19:33
1364
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე 2020 წლისთვის აჭარის მთავრობაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან BM.GE-თან განაცხადა. მისი თქმით, ახალი სისხლი პოლიტიკაში მნიშვნელოვანია, თუმცა როგორც რიჟვაძე ამბობს, გუნდში ახალ სახეებთან ერთად იქნებიან ძველი კადრებიც.

“პოლიტიკა და ცხოვრება გარკვეულწილად სიახლეებს ყოველთვის მოითხოვს, ამ მიმართულებით ბუნებრივია იქნება სიახლეები. სისხლის მიმოცვლა მნიშვნელოვანია და ჩვენ როგორც ძველ, გამოცდილ თანაგუნდელებთან ერთად, ასევე ახალ სახეებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან კონკრეტულ გეგმებს და ამოცანებს წარვუდგენთ საზოგადოებას წინასაარჩევნოდ. ჩვენ შევინარჩუნებთ მცირე მთავრობის კონცეფციას, ნაკლები ბიუროკრატია მეტი ეფექტურობა, საჯარო და კერძო ინტერესის ბალანსი სამართლიანი და პატიოსანი თამაშის წესები,”-აცხადებს აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.