მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სიტუაცია ძალიან მძიმეა და კიდევ უფრო მძიმდება“ – ჯანდაცვის ექსპერტი

5fac2388daf53
თამთა ჯიჯავაძე
11.11.20 23:13
993
ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტის ანდრია ურუშაძის შეფასებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის კუთხით სიტუაცია ძალიან მძიმეა და კიდევ უფრო მძიმდება.

„პროფესიონალი არ სჭირდება იმას, რომ დაინახოს რომ ჩვენი ლაბორატორიები, სასწრაფო დახმარება, ჰისპიტალური სექტორი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს, სამწუხაროდ, არანაირი საფუძველი არ გვაქვს იმისა, რომ ეს ზრდა შემცირდება, უკვე გვაქვს ინფექციის უმართავი გავრცელება“, – განაცხადა მან გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას.

მისი თქმით, მოსალოდნელია ინფიცირებულების რაოდენობის მატება, ასევე იმ ადამიანების რაოდენობის მატებაც, ვისაც გადაუდებელი დახმარება დასჭირდება, და სამწუხაროდ, გაიზრდება გარდაცვლილთა რიცხვიც.

„ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს შემთხვევების მართვის ძალიან მკაფიო კრიტერიუმები. ეს უნდა მოდიოდეს სამინისტროდან, რაც შეამცირებს ერთი მხრივ პანიკას და მეორე მხრივ გასაგებს გახდის ჩვენი სისტემისთვის კონკრეტულ შემთხვევაში როგორ იმოქმედოს“, – დასძინა მან.