მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სიტყვიერი დასტური უკვე მიღებული გვაქვს, სესხები იქნება გადავადებული"

5e6b72748304a
ანუკა ჯოხაძე
12.03.20 23:40
9439
“სიტყვიერი დასტური უკვე მიღებული გვაქვს, სესხები იქნება გადავადებული”- ამის შესახებ "აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განაცხადა.

ჩეხერიას განმარტებით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ბანკებთან თანამშრომლობაც. ჩეხერია ამ პროცესებში მთავრობის მუშაობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე სწორედ იმ მოდელზე მიდის მუშაობა, რისი საშუალებითაც მოხდება სესხების რესტრუქტურიზაცია.

“მინდა გულწრფელად და ხაზგასმით აღვნიშნო რომ სახელმწიფო ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ, რომ მოხდეს სესხების გადავადება, ჯერ არ შევთანხმებულვართ როგორი მოდელით მოხდება. თუმცა, გვქონდა კომუნიკაცია იმ ბანკებთან, რომლებიც ჩვენი ყველაზე დიდი ბიზნესპარტნიორები არიან, ასევე სახელწიფოსაც ჰქონდა შეხვედრა. ახლა ველოდებით მოდელს, როგორი მოდელით მოხდება, თუმცა სიტყვიერი დასტური უკვე მიღებული გვაქვს სესხები იქნება გადავადებული გარკევული პერიოდის განმავლობაში.”-აცხადებს აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია.

როგორც ცნობილია, მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები, პრემიერთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად ტურიზმის სექტორს გარკვეული ანტიკრიზისული გეგმა შესთავაზონ.