13.აგვისტო .2022 17:26

„შენი სახლი“ ლისზე და უნივერსიტეტის ქუჩაზე - „არსი“ ქართულ-ესტონური ინვესტიციით 2 პროექტს ახორციელებს

„შენი სახლი“ ლისზე და უნივერსიტეტის ქუჩაზე - „არსი“ ქართულ-ესტონური ინვესტიციით 2 პროექტს ახორციელებს
views 1712
უკან

სამშენებლო კომპანია „არსიმ“ 2022 წელს ქართულ-ესტონური ინვესტიციით 2 საცხოვრებელი კომპლექსის განხორციელება დაიწყო. პროექტების „შენი სახლი ლისზე“ და „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ განხორციელებისთვის ჯამში კომპანია 30 მლნ დოლარის ინვესტიციას ჩადებს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე ამბობს, პროექტ „შენი სახლი ლისზე“ განხორციელება „არსიმ“ მიმდინარე წლის დასაწყისში წამოიწყო და საცხოვრებელი კომპლექსის აშენება-მოწყობისთვის ჯამში 10 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. მისი განხორციელების ვადა კი დაახლოებით 3 წელია.

„შენი სახლი ლისზე“ სხვა ჩვენი პროექტებისგან განსხვავებით განსხვავებულია, რამეთუ ლისის ტერიტორიაზე მხოლოდ 3-4-სართულიანი შენობები აშენდება. კომპლექსი 4 ჰა-ზე მოეწყობა და ტერიტორიის ნაწილს რეკრეაციული ზონა დაიკავებს. პროექტით 14 შენობის აშენებაა გათვალისწინებულია, რაც დაახლოებით 300-მდე ბინას მოიცავს. ახლა მიმდინარეობს პირველი სახლის მშენებლობა და სულ მალე მეორე სახლის შენება დაიწყება. პირველ კორპუსში ბინების გაყიდვები უკვე დაწყებულია და ნაწილი უკვე გაყიდულია“, - უთხრა BM.GE-ს ბესო ორთოიძემ.

„არსის“ გენერალური დირექტორის ინფორმაციით, წელს მეორე პროექტის „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ განხორციელება 1.5 თვის წინ დაიწყო და მისი საინვესტიციო ღირებულება 20 მლნ დოლარია.

„საცხოვრებელი უბანი „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ 6 ჰა ფართობზე განთავსდება და აქ საცხოვრებელი და კომერციული ზონები ერთმანეთისგან გამოყოფილი იქნება, რაც უფრო მყუდრო საცხოვრებელი გარემოს შექმნის შესაძლებლობას იძლება. პროექტის ფარგლებში 20 კორპუსი აშენდება, რაც 1 300 ბინას მოიცავს. ფართების 70% უკვე გაყიდულია. ახალი უბნის მშენებლობა დაახლოებით 6 წელიწადში დასრულდება“, - აღნიშნა ორთოიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა