მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Ska ჯგუფმა" თბილისში სპორტ ბარი გაიხსნა

63da749c6a0c2
თინათინ ნატმელაძე
01.02.23 22:33
1291
„Ska” ჯგუფმა თბილისში სპორტ ბარი „ტრიბუნა“ გაიხსნა. ამის შესახებ "Ska"-ს დირექტორმა და სპორტ ბარის თანადამფუძნებელმა გიორგი ტალახაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ სპორტული ტრანსლაციების ლეგალური ჩვენების უფლება Setanta Sports-ისგან მოიპოვეს.

გიორგი ტალახაძემ ბარის ინოვაციასა და კონცეფციაზე ისაუბრა და თქვა, რომ თბილისი მსგავსი სივრცეების ნაკლებობას განიცდიდა.

„დღეს ბაზარზე ძალიან ბევრი საკვები ობიექტი გვაქვს, სადაც ტელევიზორიც კიდია, მაგრამ კონკრეტულად სპორტის მიმართულებით ორგანიზებული და გაფილტრული სივრცე, ბევრი ტელევიზორით და სრულყოფილი გახმოვანების სისტემით, ბაზარზე თითქმის არ არსებობდა. პირველი ობიექტი უკვე გავხსენით, ვერაზე, თარხნიშვილის N2-ში, აქტიურად ვთანამშრომლობთ Setanta-სთან, რომელიც არხების ლეგალურად ჩვენების საშუალებას გვაძლევს.

ორი მიმართულება გვაქვს - საკვები მიმართულება, ამერიკული "დაინერის" ფორმატი და დიზაინი, სადაც არის ე.წ. "კომფორტ ფუდის მენიუ". მეორე მიმართულებაა, დღის 12 საათიდან ღამის 12 საათამდე, ანუ როცა ობიექტი მუშაობს, უწყვეტ რეჟიმში სპორტის ჩვენებას გულისხმობს. გვაქვს სამი სივრცე - კალათბურთის, ფეხბურთის და რაგბის, შესაბამისად, ყველა მომხმარებელს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე შეუძლია სივრცის არჩევა,“ - განაცხადა გიორგი ტალახაძემ.

„ტრიბუნა სპორტ ბარი“ მიმდინარე წელს საბურთალოსა და ვაკეში კიდევ ორ ობიექტს გახსნის, თანადამფუძნებლის ცნობით ობიექტების რემონტი სულ მალე დაიწყება და საჭირო ინვესტიცია 0.5 მილიონი დოლარია. რაც შეეხება პირველად ინვესტიციას, ის 250 000 დოლარს შეადგენდა, რომელიც დამფუძნებლებმა პირადი თანხებით, „თიბისი“ ბანკის სესხით და „აწარმოე საქართველოს“ პროგრამით მოიძიეს.