04.სექტემბერი .2019 22:00

სკანდალი DHL-ში: თანამშრომლები საფოსტო ამანათებს იპარავდნენ

views 8630
უკან

DHL -ის თანამშრომლები საფოსტო ამანათებიდან ძვირადღირებულ ნივთებს იპარავდნენ. როგორც გერმანული მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, გერმანიის ქალაქ კიოლნის გზავნილების მთავრი ცენტრიდან  თანამშრომლებმა უამრავი ძვირადღირებული ნივთი, მათ შორის, საათები, სამკაულები, ჩანთები, სამაჯურები, მობილური ტელეფონები და ა.შ. მოიპარეს.

მოპარული ნივთების ჯამური ღირებულება სულ მცირე 120,000 ევროს შეადგენს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, "დი ეიჩ ელის" სამმა თანამშრომელმა მამაკაცმა 2018 წლიდან დღემდე თითქმის 200 პაკეტი გახსნა, ხოლო მინიმუმ 75-დან ძვირფასეულობა მოიპარა. ისინი შემდეგ, ამანათებს თავიდან ახვევდნენ  და არასრული სახით აგზავნიდნენ.


55, 56 და 32 წლის მამაკაცები ამ დროისათვის დაკავებულნი არიან, მოპარული ნივთების ნაწილი პოლიციამ უკვე ამოიღო. საქმეზე გამოძიება გრძელდება.