26.აგვისტო .2019 22:50

სკანდალი კათოლიკურ ეკლესიაში: მღვდელმა შემოწირულობიდან 100 ათასამდე დოლარი მოიპარა

views 461
უკან

პენსილვანიის შტატის ქალაქ დაუნინგტონის მრევლისთვის ამბავი შოკისმომგრველია – მღვდელი, რომელიც ეკლესიას ბოლო 11 წლის განმავლობაში ემსახურებოდა, ფულის მოპარვა-მითვისების ბრალდებით დააკავეს.

56 წლის კათოლიკურ მოძღვარს იოზეფ. მ-ს გამოძიება, 98.405,50 ამერიკული დოლარის უკანონო გზით მითვისებაში ადანაშაულებს. ირკვევა, რომ მღვდელი ეკლესიისთვის შეწირულ თანხებს სხვა, უცნობ სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე რიცხავდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ეპარქიაში ეჭვი შეიტანეს, შესაბამისი ორგანოები ჩარიეს და დადასტურდა, რომ საეკლესიო პირი კათოლიკური ეკლესიისგან პერმანენტულად ფულს იპარავდა.
 
როგორც ამერიკული მედია ადგილობრივ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, მოძღვარი ფუფუნებით ტკბებოდა, ბევრს მოგზაურობდა, ერთობოდა და დროს კარგად ატარებდა. მოძღვარმა შემოწირულობიდან მოპარული თანხით ძვირადღირებული ვილა იყიდა ოკეანის სანაპიროზე. ამას გარდა, საეკლესიო პირი სექსუალურ კავშირებშია ბრალდებული მამაკაცებთან, აღნიშნული თანხებით, ის ბიჭებს საჩუქრებს ჩუქნიდა. მათი უმეტესობა კი ლგბტ აპლიკაცია Grindr-ის მეშვეობით ჰყავდა გაცნობილი.

მღვდელი ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. საქმეზე გამოძიება გრძელდება.