მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სკანდალი პრინცის გარშემო - ჩარლზის საქველმოქმედო ფონდის მიერ გამოფენილი ნამუშევრები ყალბი აღმოჩნდა

5dc02326a8d30
მიხეილ ხაჩიძე
04.11.19 23:30
1240

დიდი ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი სკანდალში გაეხვა. როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, პრინცის საქველმოქმედო ფონდის მიერ შეძენილი ცნობილი მხატვრების ნამუშევრები ყალბი აღმოჩნდა. კერძოდ, პრინც ჩარლზის ფონდმა გაკოტრებული ბიზნესმენის, ჯეიმს სტანტისგან კლოდ მონეს, პაბლო პიკასოს, სალვადორს დალისა და ვან დეიკის ნამუშევრები 10-წლიანი იჯარით შეიძინა და Dumfries House -ში გამოფინა, სადაც პრინცის ფონდია განთავსებული.


როგორც დღეს გაირკვა, ნამუშევრები ორიგინალი არ არის. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით ამერიკელმა მხატვარმა ტონი ტეტრომ გააკეთა. მისი მტკიცებით, ნახატები მისი დახატულია და ორიგინალის ასლებია. აღსანიშნავია, რომ ტეტრო ხელოვნების ნიმუშების ფალსიფიკაციაშია ბრალდებული, მან ამის გამო რამდენიმეწლიანი სასჯელიც კი მოიხადა.

 

ამ დროისათვის პრინცის საქველმოქმედო ფონდის შტაბში განაცხადეს, რომ მათ აღნიშნული ინფორმაცია არ ჰქონდათ, შესაბამისად გადაწყვეტილება მიიღეს და ნახატები შენობიდან ჩამოხსნეს. როგორც ცნობილია, პრინცის საქველმოქმედო ფონდს ყალბ ნახატებში დაახლოებით 134 მლნ აშშ დოლარი ჰქონდა გადახდილი.